|
2016-07-17 10:34:56, 766 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში დაღუპული თანამშრომლების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა 1-ლი სამმართველოს ბაზაზე, 1991 წლიდან დღემდე საქართველოს ერთიანობისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალი გაიხსნა. ცერემონიას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე, მისი მოადგილეები, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები დაესწრნენ. მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს აღნიშნული სამხედრო ნაწილიდან გმირულად დაიღუპა 33 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 6 თანამშრომელი. სამშობლოსათვის თავგანწირვისა და თავდადებისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს, ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა თბილისის სამმართველოს და მე-3 სამმართველოს ბაზებზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)