|
2016-07-16 02:58:47, 694 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ელჩი თურქეთში საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ
ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და თურქეთს, როგორც ჩვენს მეზობელს და პარტნიორ ქვეყანას ვუსურვოთ ამ მძიმე წუთებიდან მშვიდობიანად გამოსვლა, - ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. ელჩის თქმით, სანამ მოვლენათა განვითარება არ იქნება ნათელი და ცხადი, საზოგადოებამ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები სერიოზულად არ უნდა აღიქვას. „სანამ არ იქნება მოვლენათა განვითარება ნათელი და ცხადი, ჩვენ სერიოზულად არ უნდა მივიღოთ ის ურთიერთ გამომრიცხავი ინფორმაციები, რომლებიც გადაუზუსტებელია და ყოველწუთიერად ვრცელდება და იცველბა. მე ვიცი, რომ ჩვენს მოქალაქეებს აინტერესებთ საქართველოში მოქალაქეების ბედი, რომლებიც ამჟამად თურქეთში არიან. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და რამდენადაც თურქეთში არის სამხედრო გადატრიალების მცდელობა, მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე, იყვნენ თავიანთ სახლებში, მუდმივად ადევნონ თვალყური მასმედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს და საჭიროების შემთხვევაში, 24 საათის განმავლობაში დაუკავშირდნენ ჩვენს ცხელ ხაზს“,- განაცხადა კოპლატაძემ. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. დაკეტილია ყველა აეროპორტი. მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ორ დიდ ქალაქში პანიკაა, გადაკეტილია ასევე ქვეყნის ორი მთავარი ხიდი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)