21:28 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 13:56:07, 588 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა ფრანგ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა

საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მიმდინარე 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების დროს ქ. ნიცაში მომხდარი თავდასხმის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

 „მსგავსი საზარელი ქმედებები ანგრევს ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს, რომლებიც აუცილებელია თავისუფალი საზოგადოების არსებობისათვის. ნება მიბოძეთ, ამ მწუხარების ჟამს, მოგმართოთ თქვენ და საფრანგეთის მოქალაქეებს და გამოვხატო თქვენდამი ჩემი მხარდაჭერა და თანაგრძნობა. ჩვენ თანავუგრძნობთ საფრანგეთის მოქალაქეებს, გარდაცვლილთა ოჯახებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საშინელი ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაზარალდა. ფრანგ ხალხს მხარდაჭერას ვუცხადებთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში, რომელიც გიორგი მღებრიშვილმა ფრანგ კოლეგას, საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ბერნარ კაზნევს გაუგზავნა

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics