18:16 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 14:55:04, 655 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანმა ქუთაისში ცენტრალური არქივის მშენებლობა დაათვალიერა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქუთაისში ცენტრალური არქივის მშენებლობა დაათვალიერა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ადგილზე გაეცნო პროცესის მიმდინარეობას და მშენებლობაზე დასაქმებულებსაც გაესაუბრა.

უწყების ინფორმაციით, ქუთაისის ცენტრალური არქივი იუსტიციის მინისტრის ინიციატივით შენდება. ქალაქ ქუთაისს ცენტრალური არქივის შენობა 2017 წლის გაზაფხულზე ექნება.
მისი საერთო ფართი 4030 კვ. მეტრია, დოკუმენტების საცავებს 2805 კვ. მ დაეთმობა და კონდიცირების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით აღიჭურვება. არქივის ახალ შენობაში სამკითხველო და საგამოფენო დარბაზებიც მოეწყობა.

ქუთაისის ცენტრალურ არქივში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის წერილობითი დოკუმენტების ფონდების ერთ მილიონამდე საქმე განთავსდება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული.  

არქივი ამჟამად ქუთაისში, სადგურის მოედანზე, #3ა-ში მდებარე შენობაშია განთავსებული. შენობა დოკუმენტების საცავებისთვის არ აგებულა, ამიტომ მასში საარქივო დოკუმენტების დაცვისათვის არ არის სათანადო პირობები. საცავებში ადგილის სიმცირის გამო დოკუმენტების დაცვის პირობების გაუმჯობესება ვერ ხერხდება. 

ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური არქივის მშენებლობა 2015 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერით შერჩეული კომპანია შპს „საბა კონსტრაქშენი“ აწარმოებს. ქუთაისის ცენტრალური არქივის შენობის მშენებლობისთვის 4 მილიონი ლარია გამოყოფილი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics