16:44 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 12:01:33, 600 ნახვა

საზოგადოება
აბაშისწყალში დაკარგული მოზარდის ძებნაში ჩართული მყვინთავი გაუჩინარდა

მარტვილში, აბაშისწყალში დაკარგულ ორ ადამიანს ეძებენ.

როგორც "ქსპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მათთან შევიდა შეტყობინება, რომ  17 წლის ბიჭი  ხიდიდან გადახტა. ადგილზე მივიდნენ მაშველები და დაიწყეს ძებნა, თუმცა ოჯახის წევრებმა  შსს-სთან შეუთანხმებლად, სამძებრო სამუშაოებში მყვინთავი ჩართეს, რომელიც ასევე გაუჩინარდა.

შესაბამისად, მაშველები ახლა უკვე ორ ადამიანს-17 წლის მოზარდსა და მყვინთავს ეძებენ:

"17 წლის ბიჭი გადახტა ხიდიდან, სავარაუდოდ სწრაფი დინება იყო და წყალმა წაიღო. ამის შესახებ შემოვიდა ჩვენთან შეტყობინება. ჩვენი  მაშველები  ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ. ამის შემდეგ, ჩვენი მუშაობის პარალელურად, ოჯახის წევრებმა ჩართეს მყვინთავი. ოჯახის წევრებისგან გავიგეთ, რომ მყვინთავი გაუჩინარდა და დავიწყეთ მყვინთავის ძებნაც. ორივეს საძიებო-სამაშველო ღონისძიება ახლაც უწყვეტ რეჟიმში  მიმდინარეობს. 40 მაშველია ადგილზე, გარდა ამისა, ბათუმიდან და თბილისიდან დაემატნენ მყვინთავების ჯგუფები",-განუცხადეს "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics