16:44 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 11:06:03, 656 ნახვა

საზოგადოება
სპორტული მოედნების რეაბილიტაცია 15 მისამართზე დასრულდა

დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ სპორტული მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოები 15 მისამართზე დასრულდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, ყველა ობიექტზე განხორციელდა არსებული ამორტიზებული ხელოვნური საფარის დემონტაჟი, დაისხა ბეტონი, მოეწყო კომბინირებული ხელოვნური საფარი, ტერიტორია შემოიღობა მავთულბადით, ხოლო დაზიანებული ინვენტარი ახლით შეიცვალა.

მათივე ცნობით, დამატებით, ლუბლიანას ქუჩა N11-სა და თევდორე მღვდლის ქუჩა N51-ში ახალი სპორტული მოედანი მოეწყო, ხოლო ამ ეტაპზე მოედნების რეაბილიტაცია შემდეგ 2 მისამართზე: დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-6 კორპუსთან და თ. მღვდლის 48 ნომერში  აქტიურად მიმდინარეობს.

სპორტული მოედნების რეაბილიტაციისა და ახალი მოედნების მოწყობის სამუშაოები, დიდუბის რაიონის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა შ.პ.ს „კვადრელმა“ და „დოკასპორტმა“ 322 184 ლარის ღირებულების ფარგლებში განახორციელეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics