|
2016-07-06 11:41:18, 687 ნახვა
საზოგადოება
ბექა მიქაუტაძემ ქართული სიმღერის ფესტივალ „აი ია“-ს გამარჯვებულები დააჯილდოვა
საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ სიმღერის ფესტივალ„აი ია“-ს გამარჯვებული ბავშვები საპატიო დიპლომებითა და სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შემოქმედებითი გაერთიანება „ლურჯა ცხენების“ მიერ ორგანიზებული ქართული სიმღერების ფესტივალი „აი ია“ საბურთალოს რაიონის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა სხვადასხვა მუსიკალური სტუდიების წარმომადგენლებმა მიიღეს. მათივე ცნობით, ფესტივალს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, სადაც, ორი დღის განმავლობაში, მაყურებელს საკუთარიშემოქმედება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა და ანსამბლებმა გააცნეს. ბექა მიქაუტაძემ კონკურსის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც მომავალი თაობის წარმატების საფუძველია, გამგეობის მხრიდან აუცილებლად იქნება მხარდაჭერილი. „მინდა მადლობა გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს, რადგან ეს დღე, შესაძლოა, ბევრისათვის გახდეს კიდეც „აი ია“ დიდ სცენაზე მოხვედრამდე. ქართულ მუსიკას ძლიერი ფესვები და დიდი მემკვიდრეობა აქვს და ჩვენ გვაქს მორალური პასუხისმგებლობა, რომ ამ ყველაფერს არა მხოლოდ გავუფრთხილდეთ, არამედ ხელი შევუწყოთ მის განვითარებას. ასეთი ფესტივალები აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენს ბავშვებს, ახალგაზრდებს მივცეთ მათი ნიჭის დემონსტრირების შესაძლებლობა და გპირდებით, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ იმ ღონისძიებებს, რომლის მიზანიც ახალგაზრდა თაობის განვითარება და განათლება იქნება,“ - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)