|
2016-07-04 10:09:09, 790 ნახვა
საზოგადოება
აბიტურიენტები გამოცდას დღეს ზოგად უნარებში აბარებენ
ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. აბიტურიენტები დღეს გამოცდას ზოგად უნარებში ჩააბარებენ. ზოგადი უნარების გამოცდა 4-5 ივლისს, 4 სესიად იმართება. აბიტურიენტებს გამოცდის ჩასაბარებლად 3 საათი და 10 წუთი აქვთ განსაზღვრული. 1-2 ივლისს აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ჩააბარეს. დარჩენილ საგნებში გამოცდების განრიგი კი, ასეთია: 6-7 ივლისი პირველი და მეორე სესია ინგლისური ენა; 6 ივლისი პირველი სესია რუსული ენა; 6 ივლისი მეორე სესია ფრანგული ენა; 7 ივლისი მეორე სესია რუსული ენა; 7 ივლისი პირველი სესია გერმანული ენა; 12 ივლისი მეორე სესია სამოქალაქო განათლება; 14 ივლისი პირველი სესია მათემატიკა; 15 ივლისი პირველი და მეორე სესია გეოგრაფია; 18 ივლისი პირველი და მეორე სესია ისტორია; 19 ივლისი პირველი სესია ლიტერატურა; 20 ივლისი პირველი სესია ბიოლოგია; 21 ივლისი პირველი სესია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; 21 ივლისი პირველი სესია ქიმია; 22 ივლისი პირველი სესია ფიზიკა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 38 500-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 000-მდე სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 500-ზე მეტი, პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაზე კი, 22 700-ზე მეტი პედაგოგი. საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებშია გახსნილი: თბილისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ხულო, ახალციხე, ქუთაისი, გორი, თელავი, რუსთავი, ოზურგეთი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)