|
2016-07-02 17:28:30, 610 ნახვა
საზოგადოება
პენიტენციური ჯანდაცვის ეთიკის კოდექსის სრულყოფისთვის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები მუშაობენ
საქართველოს პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალისათვის განკუთვნილი ეთიკის კოდექსის განხილვის მიზნით ევროპის საბჭომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ეთიკის კოდექსის პროექტი ევროპის საბჭოს ადგილობრივმა ექსპერტებმა საერთაშორისო ექსპერტის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიმუშავეს. აღნიშნული კოდექსი საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს, სტანდარტებსა და ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება, რომელიც ციხის ჯანდაცვაში ჩართულ სამედიცინო პერსონალისათვის უმნიშვნელოვანესია. შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები დაესწრნენ. აღნიშნული ჯგუფი კოდექსის დახვეწასა და სრულყოფაზე იმუშავებს, რათა ის დასამტკიცებლად და შემდგომი გამოყენებისთვის მოამზადოს. შეხვედრა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - "ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II" - ფარგლებში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)