|
2016-06-30 13:37:02, 638 ნახვა
პოლიტიკა
დავით სერგეენკო: ვერც ერთ კვლევას, ვის მიერ ჩატარებულიც არ უნდა იყოს, ლეგიტიმურს ვერ ვუწოდებ
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ვერც ერთ კვლევას, ვის მიერ ჩატარებულიც არ უნდა იყოს ის, საბოლოოს და ლეგიტიმურს ვერ უწოდებს. როგორც სერგეენკომ წინასაარჩევნოდ ჩატარებული კვლევების კომენტირებისას განაცხადა, მისთვის ერთადერთი ლეგიტიმური კვლევა არჩევნებია. „ჩემი პირადი შეხედულება ზოგადად კვლევებზე არის ასეთი, რომ მნიშვნელოვანია, რა ორგანიზაცია ატარებს კვლევებს. არანაკლებ, უფრო მეტად მნიშვნელოვანია ვინ ახორციელებს ამ კვლევას. ისევე, როგორც მაგალითად ჯანდაცვაში, მნიშვნელოვანია მეთოდოლოგია. ვერც ერთ კვლევას, ვის მიერ ჩატარებულიც არ უნდა იყოს, ვერ ვუწოდებ საბოლოოს და ლეგიტიმურს. ეს არის ერთგვარი შეწავლა, მოთელვა, რაღაც ინფორმაციის აღება. ერთადერთი ლეგიტიმური არჩევნებია“,-განაცხადა დავით სერგეენკომ. სოციოლოგ ზურაბ ბიგვავას განცხადებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შიდა კვლევებით, პარტიის რეიტინგი 35%-ია, „ნაციონალური მოძრაობის“ კი, 13%-მდე. „რუსთავი 2“-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის GFK-ს სოციოლოგიური კვლევის თანახმად კი, ტელეკომპანიის ინფორმაციით, კითხვაზე – თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას გამოკითხულთა 22.4%-მა დაასახელა „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი 21.7%-მა.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)