13:46 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-28 11:41:22, 227 ნახვა

საზოგადოება
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია

 დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია. - ამბობს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა ინწკირველი სინოდის სხდომის დაწყებამდე.

„დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია. ეს გასაკვირიც არ არის, როგორც იცით, ეს არის ფარული ხმის მიცემის პროცედურა, ამიტომ ჩვენ ვერ ვასახელებთ იმ კანდიდატურას, ვისაც ხმას ვაძლევთ. ალბათ თითოეული ჩვენგანი ჩამოყალიბებულია, ვის უნდა მისცეს ხმა. ღვთის წყალობით, დღეს დასახელდება სამი კანდიდატი და შემდეგ გაფართოებულ კრებაზე იქნება არჩეული პატრიარქი. გაფართოებული კრების თარიღი არ ვიცით, სავარაუდოდ, თარიღიც დღეს გადაწყდება. შესაძლებელია, ინტრონიზაციის საკითხიც დღეს გადაწყდეს" | ამბობს  მეუფე საბა ინწკირველი.

 საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომაზე, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება, სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კანდიდატებს შეარჩევენ და დაასახელებენ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics