13:02 - 28 Apr, 2026
|
2016-06-29 01:38:02, 585 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სტამბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტამბულში ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს. "შეძრწუნებული ვარ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ამ განსაცდელის ჟამს ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ თურქეთის ხელისუფლებას და თურქ ხალხს ტერორიზმთან ბრძოლაში." - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტებს სულ მცირე 28 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 60 ადამიანი, აქედან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. პასუხისმგებლობა მომხდარისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)