2016-06-28 22:05:37, 536 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე: GFK-ს უკრაინაში მოსყიდული პანელისტებით რეიტინგების გაყალბების გამო სატელევიზიო რეიტინგების გაზომვის უფლება ჩამოართვეს
"GFK-ს 2014 წელს უკრაინაში ჩამოართვეს სატელევიზიო რეიტინგების გაზომვის უფლება მოსყიდული პანელისტებით რეიტინგების გაყალბების გამო" - ამის შესახებ განცხადებას ახალი პოლიტიკური ცენტრი ”გირჩის” დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე პოსტის სახით ავრცელებს.
როგორც ჯაფარიძე აცხადებს, გამოქვეყნებული კვლევის შედეგები წინასწარ იყო ცნობილი მიხეილ სააკაშვილისთვის.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ GFK-ს უკრაინულმა წარმომადგენლობამ 2015 წლის იანვარში ჩაატარა სკანდალური კვლევა ყირიმის ნახევარკუნძულზე და განაცხადა, რომ ყირიმის მოსახლეობის 93% მხარს უჭერდა რუსეთთან მიერთებას, მაშინ, როდესაც ყირიმის მოსახლეობის 12%-ს შეადგენენ თათრები, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ ასეთი მიერთების.
”ამ ”ობიექტური” კვლევის შედეგები 3 დღით ადრე წინასწარ იცოდა და ამის შესახებ წინასწარ განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მანვე გამორჩეულად გაუსვა ხაზი ”ჩვენგან წასულ, ახლად შექმნილი პარტიების” რეიტინგს, რომელიც როგორც ჩანს განსაკუთრებით ადარდებს. კვლევა ჩატარდა GFK-ს უკრაინული წარმომადგენლობის მიერ, მაგრამ ”რუსთავი2”-ს არაფერი უთქვამს იმის თაობაზე თუ ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები, სავარაუდოდ იმიტომ, რომ სანდოობის მიმართ კითხვის ნიშნები შეიძლება გაჩენილიყო.
იგივე GFK-ს უკრაინულმა წარმომადგენლობამ 2015 წლის იანვარში ჩაატარა სკანდალური კვლევა ყირიმის ნახევარკუნძულზე და განაცხადა, რომ ყირიმის მოსახლეობის 93% მხარს უჭერდა რუსეთთან მიერთებას, მაშინ, როდესაც ყირიმის მოსახლეობის 12%-ს შეადგენენ თათრები, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ ასეთი მიერთების. GFK-ს 2014 წელს უკრაინაში ჩამოართვეს სატელევიზიო რეიტინგების გაზომვის უფლება მოსყიდული პანელისტებით რეიტინგების გაყალბების გამო, რაც თავად GFK-მაც აღიარა. გაუგებარია, ასეთი გამოცდილების შემდეგ, რატომ გადაწყვიტა ”რუსთავი2”-მა კვლევის GFK-ს უკრაინული წარმომადგენლობის ქოლგის ქვეშ ჩატარება.
ჩვენთვის ეს კვლევა უფრო პოლიტიკრი ბრძოლის ტაქტიკური ელემენტია, ვიდრე მოსახლეობის განწყობების რეალური შესწავლა. ”გირჩი” აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს ივლისის პირველი კვირიდან და ჩვენი რეალური მხარდაჭერა გამოჩნდება 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს”, - ნათქვამია ზურაბ ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან