13:05 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 15:10:16, 528 ნახვა

საზოგადოება
26 მაისის აღსანიშნავად, კვიპროსში სასტუმრო „Hilton Nicosia“ საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, 26 მაისს კვიპროსში საქართველოს დროშის ფერებში განათდა სასტუმრო „Hilton Nicosia".

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კვიპროსში საქართველოს საელჩომ,  გამართა ამ დღისათვის მიძღვნილი საზეიმო მიღება, რომელსაც დაესწრნენ დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

მიღების პარალელურად, მოეწყო ეროვნული სამოსის გამოფენა, ღვინის ჭურჭლის ინსტალაცია, მინანქრის ნაკეთობების გამოფენა, ღვინის დეგუსტაცია. ღონისძიება დასრულდა  ქართული სიმღერის კონცერტით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მითების დეტექტორი: ამერიკის ყოფილი და ბრიტანეთის მოქმედი ელჩების ყალბი ანგარიშები შეიქმნა
საპატრიარქოში სინოდის სხდომა დაიწყო
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics