09:01 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-09 15:06:29, 527 ნახვა

პოლიტიკა
სესიაშვილი: პოზიცია, რომ საქართველოს ნატო-ში არავინ მიიღებს, თუ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარს არ იტყვის, არასოდეს გაჟღერებულა

"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არასოდეს  ასეთი პოზიცია, რომ  საქართველოს ალიანსში არავინ მიიღებს, თუ  აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარს არ იტყვის,  არ გაჟღერებულა და ვერც გაჟღერდება", - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა  დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

სესიაშვილის მტკიცებით, ხსენებულიპირობა, რომელიც მიუღებელია როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ისე ნატო-სთვის,  დისკუსიას არ ექვემდებარება:

"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არასოდეს  ასეთი პოზიცია არ გაჟღერებულა, და ვერც გაჟღერდება. ვერ ნახავთ თქვენ იმედი მაქვს საქართველოს  პოლიტიკურ ცხოვრებაში დღევანდელში, თუ მომავალში ვერც ერთ იმ ძალას, რომელიც ასეთ  პოზიციას მხარს დაუჭერდა. ასე რომ, ეს არის საკითხი,  რომელიც მიუღებელია როგორც ჩვენთვის, ისე ნატოსთვის, დისკუსიას არ ექვემდებარება", - განუცხადა ირაკლი სესიაშვილმა "ექსპრესნიუსს".

შეგახსენებთ,  "ქართული ოცნების" დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. კერძოდ, მეჭიაურის განმარტებით, საქართველოს ალიანსში არავინ მიიღებს, თუ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარს არ იტყვის.

კითხვაზე, ვინ ითხოვს მსგავს გადაწყვეტილებას საქართველოსგან, მეჭიაური პასუხობს, რომ  „ამას ყველა ამბობს“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics