|
2016-05-09 14:19:14, 513 ნახვა
პოლიტიკა
კაკაჩია: არც ერთ დოკუმენტში არ წერია, რომ საქართველოს ნატოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე მიიღებენ
„არც ერთ დოკუმენტში, რომელიც საქართველო-ნატოს ფარგლებში გაფორმებულა, იქნება ეს ხელშეკრულება თუ სხვა სახის დოკუმენტი არც ერთ მათგანში არ ყოფილა აღნიშნული, რომ საქართველოს ნატოში აფახაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე მიიღებენ“, - ასე ეხმაურება „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია უმრავლესობის დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებას. კორნელი კაკაჩიას შეფასებით, „ქართულ ოცნებაში“ შიდა ბრძოლა მიმდინარეობს ე.წ. პრორუსულ ძალასა და პროდასვლურ ძალას შორის. საგრეო პოლიტიკური კურსის მომავალიც ამაზეა დამოკიდებული. „არც ერთ დოკუმენტში, რომელიც საქართველო-ნატოს ფარგლებში გაფორმებულა, იქნება ეს ხელშეკრულება თუ სხვა სახის დოკუმენტი არც ერთ მათგანში არ ყოფილა აღნიშნული, რომ საქართველოს ნატოში აფახაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე მიიღებენ. პირიქით ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე აკეთებს აქცენტს, ეს არის ნატო. თუ გადავხედავთ ბოლო ათწლეულის დინამიკას ვისაც ყველაზე ნაკლები კრიტიკა ეკუთვნის ამ მიმართულებით, ეს არის ნატო, განსხვავებით სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. არ ვიცი რას ეყრდნობა ამ განცხადების პათოსი. არ ვიცი ეს პარტიული ინტერესებიდან არის გამომდინარე თუ სხვა რაიმეთი. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ ეყრდნობა ეს რაიმე დაოკუმენტს“, - აცხადებს კაკაჩია. პოლიტოლოგი აქვე დასძენს, შეინიშნება, რომ კოალიციის შიგნით გარკვეული ძალები საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას ცდილობენ. „მცდელობაა, რომ მოხდეს საგარეო პოლიტიკური კურსის რევიზია. ვინაიდან თვითონ „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარეობს შიდა პარტიული ბრძოლა არჩევნებისთვის. მნიშვნელოვანი იქნება რომელი ჯგუფი გაიმარჯვებს - პრორუსული თუ ეს ახალგაზრდების ჯგუფი, რომელსაც გამოკეთილი პროდასავლური შეხედულებები აქვთ. შესაძლოა მეჭიაურის ეს განცხადება ამ შიდა ბრძოლის გამოძახილიც იყოს. უახლოეს ხანში ვნახავთ თუ როგორ გადანაწილდება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია", - განუცხადა "ექსპრესნიუსს" კორნელი კაკაჩიამ. ცნობისთვის, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. მისისვე თქმით, საქართველოს ალიანსში არავინ მიიღებს, თუ საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარს არ იტყვის. კითხვაზე, ვინ ითხოვს მსგავს გადაწყვეტილებას საქართველოსგან, მეჭიაური პასუხობს, რომ „ამას ყველა ამბობს“.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)