07:55 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-09 12:28:33, 541 ნახვა

პოლიტიკა
ალასანია: ვულოცავ საქართველოს, თბილისს, სოხუმს, ცხინვალს, ყველას ვინც წვლილი შეიტანა ფაშიზმზე გამარჯვებაში

 „მინდა მივულოცო საქართველოს, თბილისს, სოხუმს, ასევე ცხინვალს, ყველას ვინც ამ ომში მინაწილეობა მიიღო და წვლილი შეიტანა გამარჯვებაში“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ვაკის პარკში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ფაშიზმზე  გამარჯვების 71-ე წლისთავი აღინიშნება.

მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი  ქვეყანაა, რომელმაც ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისთვის.

„მინდა ფაშიზმზე გამარჯვება მივულოცო ჩვენი ქვეყნის ყველა ვეტერანს  და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულებს. მათ ოჯახებს მინდა მივულოცო. საქართვლომ ალბათ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო პატარა  ქვეყნის მაგალითზე, რომ ეს გამარჯვება მთელი მსოფლიოსთვის მოეპოვებინა“, - განაცხადა ალასანიამ.

ამასთან, მისივე თქმით, დღევანდელი დღე არის გამაერთიანებელი.

ალასანიამ  ასევე ყველა იმ  სამხედრო პირს მიულოცა, რომლებიც დღემდე მსახურობენ.

„საქართველო გამორჩეული იყო მხედრული სულით და მეორე მსოფლიო ომმა ეს გამოაჩინა. მინდა ასევე გავიხსენო, რომ აფხაზეთიდან იყო ის გამარჯვებული ვინც დროშა  ააფრიალა“, -განაცხადა ალასანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics