07:56 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-09 11:40:49, 549 ნახვა

პოლიტიკა
ნარმანია: თითოეული ჩვენგანის ვალია გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნისთვის ამაგი ჩადეს

„თითოეული ჩვენგანის  ვალია ყოველთვის მოვიდეთ და ყოველთვის  გავიხსენოთ ისინი, რომლებმაც ჩვენი ქვეყნისთვის ამაგი ჩადეს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს ვაკი ს პარკში განუცხადა, სადაც ფაშიზმე გამარჯვების 71-ე  წლისთავთან დაკავშირებით უცნობი  ჯარისკაცის საფლავი   გვირგვინით  შეამკო.

მისივე თქმით, დღევანდელი დღე საზოგადოებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს მშვიდობისთვის და თითოეული ჩვენგანის ვალია ყოველთვის მოვიდეთ,  ყოველთვის გავიხსენოთ ისინი და პატივი ვცეთ იმ ამაგს, რა ამაგიც ამ ადამიანებს გააჩნიათ ჩვენი ქვეყნის და ერის წინაშე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის გარდა, ვაკის პარკში მდებარე უცნობი ჯარისკაცის  საფლავი გვირგვინით შეამკეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, პარლამენტის თავდაცვისა და  უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა და ოპოზიციური პარტია „დემოკარტიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics