07:56 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-09 11:05:48, 531 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: დღევანდელი დღე არის კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო გმირობის მაგალითი

ჩვენი ვალია, ქედი მოვიხაროთ ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე, ჯანმრთელობა გაწირა იმისთვის, რომ მათ შთამომავლობას ეცხოვრა მშვიდობიან მსოფლიოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვაკის პარკში განაცხადა, სადაც, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

მთავრობის მეთაურმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი გმირობის დაფასება სახელმწიფოს მოვალეობაა.

„ეს არის კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო, ათობით მილიონი ადამიანის გმირობის მაგალითი, რომლის მსგავსი არავის ახსოვს. ამ უდიდესი მსხვერპლის შედეგად, შესაძლებელი გახდა ფაშიზმის შეჩერება. ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც სიცოცხლე გაწირა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ჯერ კიდევ ჩვენს გვერდით არის. სახელმწიფოს ვალია, მაქსიმალურად აჩვენოს და აგრძნობინოს მათ ის მადლიერება, რომელიც ყველა ჩვენგანს გააჩნია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ვაკის პარკში მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ფოტოგამოფენაც დაათვალიერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics