07:39 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-07 19:51:39, 633 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი მეჭიაურს: მოვითხოვ პასუხს, სად და როდის გავხიზნე ჩემი შვილები

თინა ხიდაშელი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე თამაზ მეჭიაურის მისამართით განცხადებას ავრცელებს. 

ხიდაშელი მიმართავს მეჭიაურს, განმარტოს სად და როდის გახიზნა მან შვილები. განცხადებაში ხიდაშელი ასევე წერს, რომ მეჭიაურის მხრიდან მსგავსი განცხადებები პირველი არ არის.

"ექსპრესნიუსი" თავდაცვის მინისტრის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"ეს ყველაფერი ძალიან მახინჯ ფორმას იღებს უკვე. არავითარი ვალდებულება არ მაქვს ვიჯდე და ვისმინო აბდაუბდა. რამდენიმე წუთის წინ გავიგე ბატონ მეჭიაურს უბრძანებია, მე ამ გადაწყვეტილების მიმღებებისგან განსხვავებით შვილები არ მყავს გახიზნული და ქვეყნის ბედი მაღელვებსო. ქვეყნის ბედზე, რუსულ არჩევანზე, შიშზე, ბაბაია დაუძახეზე სხვა დროს. 
ეს ამბავი პირველი რომ იყოს გავატარებდი ალბათ მაგრამ ამ ბატონისგან კატეგორიულად მოვითხოვ პასუხს სად და როდის გავხიზნე ჩემი შვილები, ან როცა მათ საფრთხე ემუქრეოდათ ის თავად სად იყო, რომელი ჩირგვის ძირში?
მე ყველა გავაფრთხილე არავითარ კონტექსტში არასოდეს ჩემი შვილები არ ახსენოთ, პასუხს მოგთხვთ-თქო. 
ხოდა პატივცეულო მედია, იქნებ გადასცეთ ჩემი კითხვა და დაჟინებით ითხოვოთ მისამართი!" - ნათქვამია თინა ხიდაშელის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics