06:24 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 17:11:19, 527 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნაზე: ასეთ რეფორმას უფრო მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე კამპანიის იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრეს, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მექანიზმებს, ფარული მიყურადების საკითხის დარეგულირებას და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას ეხება.

უსუფაშვილის შეფასებით, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის საკითხი რთული და კარგად შესასწავლი თემაა და ასეთ რეფორმას მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდება. „მეორე საკითხი ეხება მოსმენების თემას, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და 2017 წლის მარტიდან ის მოდელი, რომელიც კანონშია, დაკარგავს ძალას და პარლამენტი, უბრალოდ, ვალდებული ვართ, მივიღოთ შესაბამისი ზომები. წარმოდგენილია ამ საკითხის გადაწყვეტის ერთ-ერთი ვერსია. არ ვიცი, ეს არის საუკეთესო ვერსია თუ შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი, მაგრამ ამაზეც მუშაობა დასაწყებია.

რაც შეეხება მესამე საკითხს, ეს იყო დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის საკითხი. ვთვლი, რომ ეს არის საინტერესო, მაგრამ უფრო რთული და კარგად შესასწავლი თემა, რადგან ეს ეხება სამართალდამცავ სისტემას და ზოგადადაც, მგონია, რომ ასეთ რეფორმას სჭირდება გაცილებით მეტი და მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა, ვიდრე ეს შეიძლება ჰქონდეს მიმავალ პარლამენტს. ვთხოვე ავტორებს, რომ მეტი მასალა მომაწოდონ, რომ გავეცნო უფრო კარგად“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics