|
2016-05-06 14:23:21, 486 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა წარადგინა. დავით ბაქრაძემ ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს ელენე გოცაძესა და მის ყოფილ მოადგილეს თამარ მედულაშვილს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ქეთი ჩაჩავას ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე წარმატებები უსურვა: "გვაქვს პატივი, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი ხელმძღვანელი წარმოგიდგინოთ, ქეთევან ჩაჩავა. პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყოფილ ხელმძღვანელებს, ელენე გოცაძეს, თამარ მედულაშვილს, რომელთან ერთადაც ძალიან კარგი თანამშრომლობის პრაქტიკა გვქონდა. ახლა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის ახალი ენერგია, რომლითაც ქეთი შემოდის ჩვენს კოლექტივში.მნიშვნელოვანია, რომ ქეთის არასამთავრობო სექტორში მუშაობის პერიოდში ძალიან კარგი და მდიდარი გამოცდილება აქვს სწორედ, ევროკავშირისა და ნატო-ს შესახებ, ასევე, იმ სარგებლის შესახებ, რომელიც საქართველოს საგარეო პილიტიკურ კურსს მოაქვს მისი თითოეული მოქალაქისთვის.შესაბამისად, აქვს ის ხედვა, რომელიც გაგვიზიარა, რომლითაც ფიქრობს, რომ გაუძღვება ძალიან აქტიურ, ახალგაზრდა, ენთუზიასტი ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ კოლექტივს. მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება იმ პროგრამების შესახებ, რომელიც ჩვენ უკვე მოვიპოვეთ ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით, იქნება ეს შემოქმედებითი ევროპა, "ჰორიზონტი 20/20", ხელმისაწვდომობა იმ პროექტებისადმი, პროგრამებისადმი, რომლებიც ევროკავშირს აქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავისუფალი ვაჭრობა, ჩვენ ველით ვიზალიბერალიზაციას. ამ ყველა მიმართულებით ჩვენ ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ჩვენს მოსახლეობას და ამ კუთხით, ახალი ენთუზიაზმით, ახალი ძალისხმევით ქეთი გაუძღვება საინფორმაციო ცენტრს",-განაცხადა დავით ბაქრაძემ. ქეთევან ჩაჩავას თქმით, მაქსიმალურად შეეცდება, მოსახლეობას კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს მოაქვს. "ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ საზოგადოების ინფორმირება. ჩვენი ახალი გუნდის (ჩემი, ახალი მოადგილის) ხედვა არის ის, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ინფორმაცია, ეფექტურად მივაწოდოთ ჩვენს მოსახლეობას ინფორმაცია იმ პროცესების შესახებ, რომლებიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას მოაქვს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ის რეალური შესაძლებლობები, რომლებიც დღეისათვის არსებობს, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ მოსახლეობისთვის. ძალიან აქტიურ პერიოდში შემოვუერთდი ძალიან აქტიურ გუნდს, რომელსაც ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ჰქვია, ამ დიდ საჯარო სექტორს, რომელიც ჩემთვის, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლისთვის, ძალიან ახალია. ჩემი პირველი სამსახურია საჯარო სექტორში და იმედი მაქვს, გაამართლებს ეს წამოწყება. დიდი სურვილი და მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ აქტიურად ვითანამშრომლებთ როგორც არასამთავრობო სექტორის, ისე სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებთან",-აღნიშნა ქეთევან ჩაჩავამ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)