|
2016-05-06 12:10:05, 747 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის - ხელი შევუწყოთ ქალების განათლებას და პროფესიულ განვითარებას" გაიმარჯვა
„თიბისი ბანკმა“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონკურსში გაიმარჯვა სახელწოდებით -„ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის - ხელი შევუწყოთ ქალების განათლებას და პროფესიულ განვითარებას". კონკურსში საქართველოში მოქმედი 29 კომპანია მონაწილეობდა და მის მიზანს ისეთი ორგანიზაციების გამოვლენა წარმოადგენდა, რომლებიც ქალთა პროფესიული განვითარებისა და წინსვლის ორგანიზაციულ კულტურას ამკვიდრებენ. „ჩვენ ვეძებდით კომპანიებს, რომლებიც ხელს უწყობენ ქალების პროფესიულ განვითარებას, ქალების მიერ არატრადიციული დარგების პროფესიად არჩევას, აგრეთვე, თანაბრად უზრუნველყოფენ თანამშრომლებს სხვადასხვა ტრენინგებით, ეხმარებიან პროფესიული კონტაქტების დამყარებაში", - განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს გენდერული და სოციალური ჩართულობის დირექტორმა ქეთევან მამინაიშვილმა. „ მთელს მსოფლიოში არის ტენდენცია, რომ გააქტიურდეს ქალების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იგივე ტენდენციაა საქართველოშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით გაიზარდოს საზოგადოების ჩართულობა. რაც შეეხება თიბისი ბანკს, აქ ბუნებრივად არის გენდერული თანასწორობა. 14 წელია ამ ორგანიზაციის წევრი ვარ და არასოდეს მიგრძვნია ბიზნესში არათანაბარი დამოკიდებულება. ჩვენთან პირველ რიგში ფასდება კვალიფიკაცია, მონდომება და შემდეგ სხვა დანარჩენი“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნინო მასურაშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე. გამარჯვებულად „თიბისი ბანკის“ გარდა კიდევ სამი კომპანია დასახელდა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მოცანაა, საგანმანათლებლო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს ქალებს, მიიღონ განათლება და სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეკონომიკური სფეროს ყველა სექტორში და მოახდინონ თავიანთი შესაძლებლობების სრულყოფილი რეალიზება.
(R)
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)