06:07 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 17:51:54, 538 ნახვა

პოლიტიკა
ჩიქოვანი: უნდა გამოვიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რომ საარჩევნო სისტემა გაუმჯობესდეს

ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი თანხმდება იმაზე, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა რომ საარჩევნო სისტემა 2016 წელს გაუმჯობესდეს, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჩიქოვანის განცხადებით, გადაწყვეტილბები მიიღება ყველა იმ სუბიექტის თანამონაწილეობით, რომელსაც გააჩნია გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი ბერკეტები.

„ყველა პოლიტიკური პარტია რომელიც აქ იყო წარმოდგენილი თანხმდება იმაზე რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა რომ საარჩევნო სისტემა გაუმჯობესდეს 2016 წლის არჩევნებისთვის. გადაწყვეტილებები მიიღება ყველა იმ სუბიექტის თანამონაწილეობით რომელსაც გააჩნია გადაწყვეტილებების მიღებისთვის აუცილებელი ბერკეტი.

გვექნება საუბარი ჩვენს კოლეგებთან და საქართველოს პარლამენტის შემადგენლობასთან და ვისაუბრებთ იმაზე როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამას 2016 წელს“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

მისივე განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის განსახილველია რამდენიმე საკითხი რომელიც ექცევა მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში. ჩიქოვანის განმარტებით, გადაწყვეტილებას  პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მიიღებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics