04:49 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 11:38:24, 624 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: დადასტურდა, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში პრიორიტეტულ ადგილს იკავებს

ევროპის საბჭოს ქვეყნების მინისტრების მოადგილეების კომიტეტის დადგენილება „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ერთ-ერთ პრიორიტეტულ ადგილს იკავებს, - ასე შეაფასა ევროპის საბჭოში მიღებული დოკუმენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპის საბჭოს ქვეყნების მინისტრების მოადგილეების კომიტეტის დადგენილება, ძალიან ნათლად მიუთითებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე და იმ ქვეყანას, რომელიც ამ ტერიტორიების ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებს, ანუ რუსეთის ფედერაციას, პირდაპირ აკისრებს ვალდებულებას, დაიცვას ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებები, როგორც ქართულ ენაზე განათლების მიღების კუთხით, ასევე საკუთრების უფლებები, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე გადაადგილების უფლება და ა. შ.

„ეს, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კიდევ ერთხელ მოხდეს საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია“, - განაცხადა პრემიერმა და ამ მიმართულებით გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სხვა სახელმწიფო უწყებებსა და საქართველოს ელჩს ევროპის საბჭოში, კონსტანტინე კორკელიას მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics