04:48 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 10:22:33, 474 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ჩეხეთის საგარეო საქმეტა მინისტრს შეხვდა

პრაღაში, "ვიშეგრადის ოთხეულისა" და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ლუბომირ ზაორალეკს შეხვდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები.

ამასთან, კმაყოფილება გამოთქვეს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის ზრდასთან დაკავშირებით.

9-11 მაისს, ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის დაგეგმილი ვიზიტი თბილისში, შეფასდა, როგორც საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება.

მიხეილ ჯანელიძემ ჩეხ კოლეგას ჩეხეთის მხრიდან განვითარების სფეროში ხელშეწყობის პროგრამისფარგლებში საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე ვიშეგრადის ფონდისდახმრების მნიშვნელობას ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ეფეტური განხორციელებისთვის ხაზი გაუსვა.

უწყების ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალურსაკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზომიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების მნიშვნელობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩეხეთის მხარემ დაადასტურამზადყოფნა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციისპროცესში.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ნატო-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე.
შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რეგიონშიმიმდინარე პროცესები და გამოწვევები, საერთაშორისო დღის წესრიგში მდგარი აქტუალური საკითხები. ჩეხეთის მხარემკიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულიმთლიანობისადმი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics