04:49 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 14:56:55, 483 ნახვა

პოლიტიკა
გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის ანგარიშები განიხილა

ჟენევაში, გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა  საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 2 ივლისს, „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, წარდგენილი გაერთიანებული მე-6, მე-7 და მე-8 პერიოდული ანგარიშები განიხილა.

განხილვაში მონაწილეობა მიიღო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა თინა ღოღელიანმა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ და ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე. აქცენტები გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე და ეთნიკური ნიშნით ქართველების დევნა -შევიწროებაზე.

კომიტეტის წევრები ასევე მოისმინეს ინფორმაცია სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით განხორცილებულ ღონისძიებებზე, ეთნიკური უმცირესობების  პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობისა და ბოშა მოსახლეობის ინტეგრაციის საკითხებზე.

კომიტეტის წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს დელეგაციას გაწეული სამუშაოსათვის და მიწოდებული ინფორმაციისათვის. განხილვის შედეგად კომიტეტი მიიღებს დასკვნით მოსაზრებებს, რომელშიც მოცემული იქნება რეკომენდაციები.

გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტთან შეხვედრა ჟენევაში 2-3 მაისს გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics