04:48 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 13:07:01, 478 ნახვა

პოლიტიკა
ბურჯანაძე ბოტანიკურ ბაღზე: რაც გარედან ჩანს, ძალიან უსიამოვნო და მიუღებელია

პოლიტიკური პარტია "დემორკატიული  მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით დეტალურად საქმის კურსში არაა, თუმცა, გარედან დაკვირვებით ფიქრობს, რომ უსიამოვნო და მიუღებელი პროცესები მიმდინარეობს.

"მე არ ვარ დეტალურად საქმის კურსში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ რაც გარედან ჩანს, ნამდვილად ძალიან უსიამოვნო და მიუღებელია. რა დევს შიგნით, რა დეტალებია, ამის გახმოვანებაზე და საზოგადოებამდე მიტანაზე უნდა იზრუნონ იმ ადამიანებმა და იმ ძალებმა, რომლებსაც უკავშირდებათ ეს პროცესი, იმისათვის, რომ ეს არ იყოს გამაღიზიანებელი და მიუღებელი საზოგადოებისთვის", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის ტერიტორია 6 326 495 ლარად, გაიყიდა.

აუქციონში მხოლოდ ერთი სუბიექტი - თანაინვესტორების ფონდი მონაწილეობდა, რომელმაც ფასი მხოლოდ ერთხელ შესთავაზა და მიწის ნაკვეთი საბოლოოდ შეთავაზებულ ფასად გაიყიდა.

 „ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს, ამას გარდა იგეგმება პროკურატურაში საჩივრის შეტანაც. სამართლებრივი პროცედურების პარალელურად კი სამოქალაქო აქციებიცაა დაგეგმილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics