03:26 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 19:50:17, 503 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილმა კანონპროექტს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა კანონპროექტს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".

მედიასთან შეხვედრისას კახა კოჟორიძემ ასევე იმ შენიშვნებზე ისაუბრა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს პარლამენტში კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით :

"დღეს პარლამენტმა მიიღო გამარტივებული წესით სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, ამ ცვლილებებით  ხდება 2017 წლის პირველ მარტამდე გადავადება იმ წესისა, რომელიც 2016 წლის პირველ მაისს უნდა ამოქმედებულიყო. ეს წესი ითვალისწინებდა იმას, რომ მინისტრს და დეპარტამენტის დირექტორს თანამდებობაზე პირის კონკურენციის გარეშე დანიშვნის შესაძლებლობა აღარ უნდა ჰქონოდა. საქართველოს პრეზიდეტმა მიიღო გადაწყვეტილება ამ კანონპროექტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, თუმცა გვსურს რამდენიმე გარემოებას გავუსვათ ხაზი. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს პარლამენტის მხრიდან ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაციების ამოქმედების ვადის გადაწევა. უშუალოდ ეს კანონპროექტი რამდენჯერმე იქნა გადადებული. დამატებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მიუღებელია ის ცაიტნოტი, რა მდგომარეობაშიც საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღება უწევს. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს აქვს 10 დღიანი ვადა, რომ კარგად გაეცნოს კანონპროექტს და მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ცაიტნოტში აღმოჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს 10 დღიანი ვადა აღარ არის დარჩენილი პირველ მაისამდე და ჩვენ იძულებული ვიყავით, ამ კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რამდენიმე საათში მიგვეღო", - განაცხადა კოჟორიძემ.

პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით,  ეს კონკრეტული საკითხი არ განეკუთვნება იმ კატეგორიას, როცა რაიმე ექსტრაორდინალურ ვითარებასთან გვაქვს საქმე. კახა კოჟორიძის  თქმით, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გიორგი მარგველაშვილი ხელს აწერს ამ გადაწყვეტილებას, გამომდინარე იქიდან, რომ ითვალისწინებს იმ სპეციფიკას, რასაც სპეციალური პენიტენციური სამსახური ახორციელებს და მისი მუშაობის შეფერხება არ სურს.

"თუმცა კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ უნდა მოვუწოდოთ და მოვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, რომ დასრულდეს მნიშვნელოვანი და სწორი რეგულაციების გადავადების პრაქტიკა და კანონპროექტის მიღება ხდებოდეს იმ ვადით, რომ პრეზიდენტს ჰქონდეს კონსტიტუციით განსაზღვრული 10 დღიანი ვადის სრულად გამოყენების საშუალება. ასეთი დაპირება პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მოვისმინეთ, რომ პრეზიდენტი ცაიტნოტის რეჟიმში არ აღმოჩნდებოდა, თუმცა ასეთი გარემოება კვლავ განმეორდა", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics