2016-04-20 18:46:29, 470 ნახვა
პოლიტიკა
კვირკაშვილი: ვიმედოვნებთ, რომ ვიზალიბერალიზაციის გზაზე საქართველოს პროგრესი დადებითად იქნება შეფასებული
"ვიმედოვნებთ, რომ ვიზალიბერალიზაციის გზაზე საქართველოს პროგრესი დადებითად იქნება შეფასებული". - ამის შესახებ საქართველოს პრემერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან, ტორბიორნ იაგლანდთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, იუნკერმა მზადყოფნა გამოთქვა გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე მუშაობა.
"გუშინ ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ იუნკერთან. ჩვენ ვიმსჯელეთ ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივებზე საქართველოსთვის. ბ-მა იუნკერმა მზადყოფნა გამოთქვა, გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე მუშაობა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან