19:56 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 17:03:53, 335 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

„ექსპერტთა ჯგუფი პრეზიდენტის ინიციატივით, ადმინისტრაციაში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე შემოსული პროექტების, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსების მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით შეიქმნა, რაც ასევე უზრუნველყოფს სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის პროცესისა და გახარჯული თანხის მიზნობრიობის მეტ საჯაროობასა და გამჭვირვალობას საზოგადოებისათვის", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სამდივნოს უფროსმა გიორგი ჟურულმა.

ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო"-ს აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ხუციშვილი, ევროპის ფონდის პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე, ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში ია თიკანაძე, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორი ნინო ლეჟავა, ასევე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტუტუტის (IRI) საქართველოს მისიის დირექტორი ანდრეა ქერბსი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics