|
2016-04-17 11:03:57, 737 ნახვა
ეკონომიკა
თინა ხიდაშელმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა
სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთანაც გამართა. ბრატისლავაში, სასტუმრო „გრანდ ჰოტელ რივერ პარკში“ თინათინ ხიდაშელი თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელი კომპანიების - SAAB-ის მარკეტინგის ხელმძღვანელს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, მაგნუს ლევის-ოლსონსა და Microsoft-ის პრეზიდენტს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, დონ გრენთემს ასევე Virtual Reality Media-ს გამგეობის თავმჯდომარეს იულიუს ბერითს შეხვდა. ბიზნესის სფეროს წარმომადგენლეთან შეხვედრა თავდაცვის მინისტრმა შეაჯამა. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი კომპანიების ინვესტიციები საქართველოს ძალიან წაადგება. „ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია იყოს საქართველოში, რაც შეიძლება მეტი კომპანია დავაინტერესოთ ჩვენი ქვეყნით მიმდინარე პროექტების ფარგლებში, მათ შორის თავდაცვის სფეროშიც. თუ მოვახერხეთ და შემოვიყვანეთ ასეთ დიდ კომპანიებს, მხოლოდ ჩვენ ქვეყანას წაადგება და ასევე, საიმედო პარტნიორები იქნებიან ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. დაიგეგმა SAAB-ის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში. იმედი მაქვს, რომ სულ რამდენიმე თვეში ჩვენ მათ თბილისში ვნახავთ და უკვე ადგილზე გავაგრძელებთ საუბარს,“ - განაცხადა თიანთინ ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)