21:32 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 16:33:15, 783 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: მიუხედავად იმისა, რაც ხდება ჩვენს რეგიონში, საქართველოს ეკონომიკა იზრდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით,  კოალიცია "ქართული ოცნება" ქვეყანაში და რეგიონში არსებული გარემოებიდან გამომდინარე,   მაქსიმუმს აკეთებს  იმისათვის, რათა ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

ამის შესახებ ხადურმა  ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, რამდენი პროცენტით შესრულდა "ქართული ოცნების" ხელისუფლების დაპირებები.

ფინანსთა მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად  იზრდება.

"მინდა გითხრათ,  რომ კოალიცია "ქართული ოცნება" იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს, მათ შორის რეგიონში, აკეთებს მაქსიმუმს  იმისათვის, რათა ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და  ბოლო პერიოდში მიუხედავად იმისა, რაც ხდება ჩვენს რეგიონში, საქართველოს ეკონომიკა იზრდება, იზრდება სტაბილურად",-განაცხადა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics