|
2026-02-16 11:07:04, 2040 ნახვა
ეკონომიკა
ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრი ირწმუნება, რომ Eagle Hills-ის აპარტამენტები 24 საათში 60%-მა საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინეს
ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ირწმუნება, რომ Eagle Hills-ის აპარტამენტები 24 საათში 60%-მა საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინეს. მან ხაზი გაუსვა იმ დინამიკას, რომელიც კომპანიის მიერ დაწყებული გაყიდვების აქტიურ პროცესში გამოიკვეთა. „რამდენიმე კვირის წინ კომპანიამ გადაწყვიტა, კრწანისის ტერიტორიაზე დაეწყო პირველადი გაყიდვების პროცესი - 257 საცხოვრებელი სივრცე გამოვიდა გასაყიდად და დღეს უკვე შეგვიძლია, კონკრეტული მონაცემებით ვიმსჯელოთ, თუ როგორი ბალანსი იყო უშუალოდ ამ გაყიდვების პერიოდში. პირველ რიგში, ძალიან სასიხარულოა, რომ 24 საათში სრულად გაიყიდა ბაზარზე გამოტანილი ყველა საცხოვრებელი სივრცე, ხოლო განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აქედან 60% საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინეს"- აღნიშნა მინისტრმა. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, დანარჩენი 40% იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული, მათ შორის ევროპის ქვეყნებიდან, ასევე აზიიდან. „ხშირად ოპონენტებისგან გვესმოდა, რომ ეს პროექტი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის „არაბიზაციის" საფუძველი, გვესმოდა, რომ იყო ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადმოსახლების საფრთხეები, რომ აქ არ იქნებოდა სივრცე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ა.შ. იყო პროგნოზი, რომ კვადრატული მეტრი 15 000 დოლარად უნდა გაყიდულიყო, რეალურად კი ვნახეთ, რომ ერთი კვადრატულის ფასი დაიწყო 1650 დოლარიდან, ასევე ვნახეთ, რომ პირველი გაყიდვების ფარგლებში გამოტანილი ობიექტების 60% ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა შეიძინეს. ესეც, მათ შორის არის ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან ნათელი მაგალითი, თუ რა ფორმებით და რამდენად ცრუ ნარატივებით ცდილობენ, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას"- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
ექსკურსიის დროს თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა
რომის პაპი ბარსელონაში, საგრადა ფამილიას ცენტრალურ კოშკს აკურთხებს - მშენებლობის მთავარი ფაზა დასრულდა
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)