09:00 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-27 14:42:14, 551 ნახვა

საზოგადოება
პატარა ლილოში მისასვლელი გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს

სამგორის რაიონში, პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს,  სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელ მა მუკა ჩოქურთან ერთად დაათვალიერა. 

 ამასთან,  მერი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისმოგვარებასაც  დაპირდა.

ამ ეტაპზე, სამკილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ფარგლებში,  მიმდინარეობს ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი, ინერტული მასალის შეტანა და გასწორება.  აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიგება ასფალტის ახალი საფარი. პროექტის მიხედვით, გზის პარალელურად, მოეწყობა  ახალი სანიაღვრე არხი.

დავით ნარმანიას თქმით,  დასახლებაში მისასვლელი გზის პრობლემა წლების განმავლობაში არსებობდა, ამიტომ, აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს გზა კაპიტალურად კეთდება, იცვლება საფუძველი, დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი. ამით მოგვარდება ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა. გარდა ამისა, ადგილობრივებთან დასახლებაში არსებულ სხვა საჭიროებებზეც ვისაუბრეთ. მათ სურთ საბავშვო გასართობი მოედანი. საკითხს გამგეობასთან ერთად განვიხილავთ და ამასაც გავაკეთებთ. რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარია, მოსახლეობა კმაყოფილია, რომ დასახლებამდე  მოსასვლელ გზასთან დაკავშირებული პრობლემა საბოლოოდ გვარდება. “,-განაცხადა  დავით ნარმანიამ.

ადგილობრივების თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს დასახლების გაფართოებას. 

პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო  სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics