09:00 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-27 14:03:30, 547 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი: იერუსალიმში გადმოსული ცეცხლი ჩვეულებრივი არაა, ეს არის ნათელი იმ ნათელისა, რომელიც უფალს ახლავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას აღდგომის მოახლოებასა და უფალ იესო ქრისტეს ხელთუქმნელ ნათელზე ისაუბრა. უწმინდესმა  მრევლს ბედნიერი ადგომის გათენება უსურვა:

"ნათელი ქრსიტესი არის ისეთივე ხელთუქმნელი, დაუსაბამო, როგრც თვით უფალია.  ფერიცვალების დროს, მისი სახე ბრწყინავდა და სამოსელი ელვარებდა. ლოცვაშიც წერია, რომ უფალმა აჩვენა მოციქულებს თავისი დიდება, არა სრულყოფილი დიდება, არამედ ის დიდება, რამდენადაც შეეძლოთ, დაენახათ მოციქულებს. მთელი ნათება რომ ეჩვენებინა, მოციქულები ვერ აიტანდნენ.
თქვენ იცით, რომ მოსე წინასწარმეტყველი, როცა მთაზე ავიდა და მას მიეცა ათი მცნება, რომ ჩამოვიდა, მისი სახე ანათებდა ამ ღვთაებრივი ნათელით. იმდენად დიდი იყო ეს ნათება, რომ იძულებული გახდა, შესამოსელი გადაეფარა პირსახეზე.
როცა იერუსალიმში აღდგომის წინ ღვთაებრივი ცეცხლი გადმოდის, ეს არ არის ჩვეულებრივი ცეცხლი, ეს არის ნათელი იმ ნათელისა, რომელიც ახლავს უფალს. ღმერთმა ინებოს, რომ შევძლოთ განწმენდა ჩვენი სულისა, გულისა, გონებისა, ბიწისაგან ცოდვებისა, რომ ნათელმან ქრისტესმა დაიმკვიდროს ჩვენ შორის. დალოცვილი და გახარებული იყავით, ღმერთმა ინებოს, ყოველი ჩვენგანი იყოს მატარებელი მცირედი მაინც ღვთაებრივი ნათელისა.  სულ მალე იქნება ბრწყინვალე აღდგომა. ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და მთელს მსოფლიოს", - ბრძანა პატრიარქმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics