06:04 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 14:09:42, 550 ნახვა

საზოგადოება
კრწანისში ხანძრის შედეგად დაზიანებული სამი ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

კრწანისის რაიონში ხანძრის შედეგად დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სამი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა.

 ერეკლე II-ს ქ. N21-სა და კოტე აფხაზის ქ. N32-ში შეკეთდა სახურავის დამწვარი ფრაგმენტები, აბესაძის ქ. N20-ში კი  – შემინული აივანი და სადარბაზოს შესასვლელი ხის ორი კარი. სამივე სახლი მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწვა.

შესრულებულ სამუშაოს ადგილზე გაეცნო კრწანისის გამგებელი. გიორგი კოპალეიშვილმა ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის ძირითადი პრინციპების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბარში“ კრწანისის რაიონის გამგებელმა გიორგი კოპალეიშვილმა აღნიშნა, კრწანისის რაიონში სამი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა. 

კრწანისის რაიონში  ხანძრის შედეგად დაზიანებული სამი ნაგებობის რეაბილიტაცია დასრულდა.  ერეკლე მეორის და კოტე აფხაზის ქუჩაზე შეკეთდა დამწვარი სახურავის ფრაგმენტები. აბესაძის ქუჩაზე ისტორიული აივნის და ხის კარების  რეაბილიტაცია მოხდა.ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით მივუდექით ამ შენობების რეაბილიტაციას, ვინაიდან სამივე სახლი კულტურული მემკვიდრეობის თვალსაჩინო ძეგლია. მოძიებულ იქნა საარქივო მასალა და სამუშაო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან შეთანხმებული პროექტების მიხედვით განხორციელდა“, – განაცხადა კოპალეიშვილმა.

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics