06:04 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 15:21:08, 534 ნახვა

საზოგადოება
გია ხუხაშვილი: ფარმაცევტიკა და სამედიცინო მომსახურება ერთი ქუდის ქვეშ მუშაობს და ეს არ მომწონს

მსხვილმა სააფთიაქო ქსელებმა მედიკამენტებზე ფასების შემცირების შესახებ განცხადება გააკეთეს. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში კლების ტენდენციაზე მიუთითებს ფანასკერტელის ინდექსიც, რომელიც  ბაზარზე 200 ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტის ფასზე დაკვირვებით დგება.

ფასების ცვლილების საკითხს გამოეხმაურა ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელმაც ისაუბრა ამ პროცესის გამომწვევ შესაძლო მიზეზებზე:

„საფუძველი არ მაქვს, ამ კვლევებს არ ვენდო. რაკი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ფასები იკლებს, მაშინ ეს ასეა და ამაში ეჭვს ვერ შევიტან. ამ ტენდენციას მხოლოდ მივესალმები.  ეს პროცესი, ალბათ, „ჰუმანითის“ ფაქტორითაც არის გამოწვეული. ეს ადასტურებს, რომ ახალი მოთამაშეების გამოჩენა ბაზარზე, კონკურენციის თვალსაზრისით, დადებით ტენდენციებს აჩენს. რაც არ მომწონს ჯანდაცვაში, ისარის, რომ ფარმაცევტიკა და სამედიცინო მომსახურება ერთი ქუდის ქვეშ მუშაობს. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში რისკის მომტანია. არ შეიძლება, ფარმაცევტი და ჯანდაცვის მომსახურე იყოს ერთი პირი. ჩნდება სპეციფიკური მონოპოლიების რისკი. რაც უნდა კარგი ტენდენციები იყოს  ამ სფეროში, მონოპოლია ყველაფრის განულებას ახდენს. იგი მაღალი რისკების შემცველია, როგორც მომსახურების ღირებულების,ისე, ხარისხის თვალსაზრისით. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ ბიზნესი არაა და საქმე ჯანმრთელობას ეხება“, - ამბობს გია ხუხაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics