2025-09-11 20:23:36, 1201 ნახვა
პოლიტიკა
სახალხო დამცველი მოუწოდებს სუს-ს უზრუნველყოს ხაბეიშვილის უფლებების სათანადო დაცვა
სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დაკავებულ პოლიტიკოსებთან - ლევან ხაბეიშვილთან და მურთაზ ზოდელავასთან უფლებადამცველების შეშვება.
საქართველოს სახალხო დამცველისთვის ადვოკატის საჯარო მომართვიდან ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატებს არ ეძლევათ ლევან ხაბეიშვილთან და მურთაზ ზოდელავასთან შეხვედრის შესაძლებლობა.
დაცვის უფლება გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით და საგამოძიებო უწყებები ვალდებულნი არიან არ შეუშალონ ხელი ამ უფლების ეფექტიანად განხორციელებას.
მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ბრალდებულებთან მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების შეშვება.- წერია სახალხო დამცველის გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,