|
2025-08-27 16:57:23, 1298 ნახვა
კომენტარი
სიმონ ჯანაშია პროკურატურის განცხადებაზე - უვიზო მიმოსვლა უზარმაზარი საფრთხის ქვეშ დგება
„თავისუფლების მოედანის“ წარმომადგენელი და განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია, არასამთავრობო ორგანიზაციების დაყადაღებას ეხმიანება ფეისბუქზე. ის თქმით, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების დაყადაღება პროკურატურის მიერ, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში უკვე ისჯება ადამიანის უფლებების დაცვა. „არასამთავრობო ორგანიზაციები უამრავ ადამიანს ეხმარებოდნენ „ქართული ოცნების“ რეპრესიებისგან დასაცავად. დღეს “ოცნების” პროკურატურამ ამ ორგანიზაციების ანგარიშები დააყადაღა და საქმეები აღძრა, რომლებიც ამ ორგანიზაციების წევრების უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. მარტივად რომ ავხსნათ, გიორგი ახობაძეს და თედო აბრამოვს რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და 8 თვე ციხეში ჰყავდათ უკანონოდ, სანამ “არასაკმარისი მტკიცებულებების” გამო გაათავისუფლებდნენ, თურმე ისინი არავის არ უნდა დაეცვა, რადგან ოცნების “ლოგიკით” ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟი ყოფილა. ეს უკვე ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ისჯება მაშინ, როდესაც ამ უფლებებს სახელმწიფო არღვევს. დამატებით ეს ნიშნავს, რომ იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს უნდა წარედგინა ანგარიში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ, რომ უვიზო მიმოსვლა არ გაჩერებულიყო, ევროპასთან ურთიერთობა ასევე უზარმაზარი საფრთხის ქვეშ დგება. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ წევრები მზად არიან ყველა და ყველაფერი გაწირონ, უდანაშაულო ხალხი დააჯარიმონ და დააპატიმრონ, საქართველოს ინტერესები გაყიდონ, ოღონდ ბიძინა ივანიშვილმა სამუდამოდ შეინარჩუნოს ხელისუფლება. არ შევეგუებით!“ – წერს სიმონ ჯანაშია. დღეს, 27 აგვისტოს, პროკურატურამ დააყადაღა 7 წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა.
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
ექსკურსიის დროს თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა
რომის პაპი ბარსელონაში, საგრადა ფამილიას ცენტრალურ კოშკს აკურთხებს - მშენებლობის მთავარი ფაზა დასრულდა
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)