04:48 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 16:28:14, 598 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით  გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი  საფრანგეთის ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს შეხვდა.

როგორც“ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე  სოზარ სუბარმა  საფრანგეთის ელჩს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით სამინისტროში მიმდინარე პროექტები გააცნო.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა ასევე  თავშესაფრის საკითხებსა და ამ კუთხით განხორციელებული ცვლილების შესახებ ისაუბრა.        

საფრანგეთის ელჩმა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საფრანგეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.  

პასკალ მენიემ იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩასახლებების მონახულებისა და დევნილთა საცხოვრებელი პირობების ადგილზე გაცნობის სურვილიც  გამოთქვა.

საფრანგეთის ელჩი შიდა ქართლის რეგიონში არსებულ დევნილთა ჩასახლებებს მომდევნო კვირაში ესტუმრება.  

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics