|
2016-03-21 17:53:25, 552 ნახვა
საზოგადოება
„დინამო თბილისმა“ „ავერსს“ სპეციალური სიგელი გადასცა
უკვე ორი წელიწადია, რაც "ავერსი" საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნავს – მათ ყველა საჭირო მედიკამენტითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს. საფეხბურთო კლუბმა "დინამო თბილისმა" კომპანია "ავერსს" ორწლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავად სპეციალური სიგელი გადასცა. საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" პრეზიდენტი რომან ფიფია აღნიშნავს, რომ "ავერსი" "დინამოს" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. მათ შორის თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება და კომპანია "ავერსი" "დინამოს" ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე ისევ იზრუნებს. – "უკვე ორი წელიწადია, რაც "ავერსი" ჩვენი პარტნიორია, და ეს ის ვადაა, როცა ჩვენი ურთიერთობის შეფასება შეგვიძლია. მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ პაატას, რადგან მისგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ იმ უპრეცედენტო საქველმოქმედო პროექტში, რომელსაც ქართული ფეხბურთის განვითარება ჰქვია, ეს არის სრულად სოციალური პროექტი. სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე სპორტის ვერც ერთი სახეობა ვერ განვითარდება, ამიტომ "ავერსის" თანადგომა ჩვენი სპორტსმენებისთვის და საერთოდ, ქვეყნის წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორც "ავერსის" დამფუძნებელმა აღნიშნა, თანამშრომლობა "დინამო თბილისთან" ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობას, ჯანმრთელი მომავალი თაობების აღზრდას და, საზოგადოდ, სპორტის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას ისახავს მიზნად: – "ავერსი" საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" სპორტსმენებს პირველ რიგში მედიკამენტებით, ასევე სამედიცინო დაწესებულებების მომსახურებით უზრუნველყოფს და ჩვენი სურვილია, რომ ამ ქველმოქმედებით გარკვეული წვლილი შევიტანიოთ ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში", – აღნიშნავს ბატონი პაატა. "ავერსის" დამფუძნებელი პაატა კურტანიძე ქართული სპორტის დიდი ქომაგი და გულშემატკივარია და მნიშვნელოვანი წვლილიც შეაქვს მის განვითარებაში. "ავერსი" ზრუნავს ვეტერან და მოქმედ სპორტსმენებზეც და მათ საჭირო მედიკამენტებითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს. ამ პირობით "ავერსსა" და ოლიმპიურ კომიტეტს შორის ჯერ კიდევ 2009 წლის 19 თებერვალს პირველად გაფორმდა ხელშეკრულება. "სასიხარულოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გამოვხატოთ პატივისცემა და მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში იშრომეს, იღვაწეს იმისათვის, რომ საქართველო ესახელებინათ. იმედი გვაქვს, ჩვენს ქვეყანას ახალგაზრდა ფეხბურთელებიც ასევე გაუთქვამენ სახელს – აღნიშნავს ბატონი პაატა. "ავერსი" საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" სპორტსმენებს წარმატებას, გამარჯვებას, ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს უსურვებს.
(R)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)