04:48 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 16:57:02, 517 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

"ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს - მესაზღვრის დღეს.

სამშობლოს დაცვა საზოგადოების, თითოეული  მოქალაქის უსაფრთხოების უმთავრესი პირობა და სახელმწიფოს პრიორიტეტია.

დაცული საზღვარი ნიშნავს, რომ იგი ღიაა კეთილი ნების ყველა ადამიანისთვის, და ამავე დროს, შეუვალია ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებისათვის.

სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ეს პასუხისმგელობა თქვენ გაკისრიათ. თქვენ თავდადებით, ხშირად სიცოცხლის რისკის ფასად ემსახურებით სამშობლოს. საქართველოს მოქალაქეთა სახელით მადლობას გიხდით ამისთვის.

გისურვებთ მშვიდობასა და წარმატებებს თქვენს საპატიო საქმიანობაში", - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics