04:48 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 15:45:22, 468 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი აზერბაიჯანელ სტუდენტებს: შეუძლებელია ვიყოთ წარმატებულები, თუ თქვენ არ იგრძნობთ თავს განვითარების გეგმის ნაწილად

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტებს პრემიერ-მინისტრი მირზა ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის ცენტში შეხვდა.

„გვიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდები გვყავს. უნდა ვეცადოთ, რომ აზერბაიჯანელი ეროვნების ჩვენი თანამოქალაქეები მაქსიმალურად ჩავრთოთ ქვეყნის განვითარების საქმეში. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო განვითარების გეგმები, ამ გეგმების განხორციელებაში შეუძლებელია ვიყოთ წარმატებულები, თუ თქვენ არ იგრძნობთ თავს ამ გეგმის ნაწილად“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინიტრმა სტუდენტებს განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმა გააცნო და მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის შესახებ ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები განათლების, ეკონომიკის, ჯანდაცვის საკითხებით და ქვემო ქართლის რეგიონალური განვითრების გეგმით დაინტერესდნენ.

შეხვედრას განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, პრემიერის თანაშემწე ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სავალან მირზოევი და ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics