|
2025-07-15 15:57:03, 1073 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ ადამიანები, ვინც სპეცრაზმით შეუვარდება ოჯახებს და გამოიყვანს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არც ის და არც მისი თანაგუნდელები არ არიან ის ადამიანები, ვინც ავარიული კორპუსების მცხოვრებლებს კერძო საკუთრებიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს სადგურის მოედნის ტერიტორიაზე გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ საუბრისას განუცხადა, მუნიციპალიტეტის მიდგომაა, რომ მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს პროქტით, რომელიც ავარიული შენობების ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს. „ყველაფერზე - მერია არის დამნაშავე, კახა კალაძეა დამნაშავე, ეს არის სწორი? პასუხისმგებლობას რაც შეეხება, ყველაფერი - კარგი თუ ცუდი, რაც ხდება ქალაქში, ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა, მაგრამ არასწორია ის, რომ თქვენ პოლიტიკურად სპეკულირებთ მუდმივად, უბედური შემთხვევების დროს ყოველთვის ამბობთ, რომ კახა კალაძე და მერიაა დამნაშავე. არსებობს კანონმდებლობა, არსებობს წესი. არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ ადამიანები, ვინც სპეცრაზმით შეუვარდება ოჯახებს და გამოიყვანს, როგორც თაბუკაშვილის ქუჩის შემთხვევაში იყო. ეს არ არის სწორი მიდგომა. ჩვენ თანამედროვე სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც ადამიანებს ვეუბნებით, რომ გაძლევთ შესაძლებლობას, გამოიყენეთ აღნიშნული პროგრამა და იმ ავარიული, დანგრეული სახლების მაგივრად მიიღებთ ახალ ბინებს, ამაზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, მერია გიდგებათ თავდებში, ინვესტორზე არ არის საუბარი. მოსახლეობისაც მესმის, რომ გარკვეული ადამიანები გამოთქვამენ მღელვარებას, აქვთ შიში, რომ ვიღაცამ ვერ ააშენოს ეს კორპუსი. ამის საბაბიც არსებობს. 30 წლის განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემები იყო - მოვიდოდა ვიღაც ინვესტორი, დაიწყებდა სამუშაოებს და ასე უამრავი ადამიანი ჰყავთ „გადაყრილი“. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც ეს პრობლემა მთლიანად მოვაგვარეთ - ათწლეულების განმავლობაში დაუმთავრებელი მშენებლობების დამთავრების პროცესი დავიწყეთ და ამის გამოც აქვთ ადამიანებს შიში, მაგრამ აქ ინვესტორი ხომ არ არის? მერია დგება თავდებში და არის პასუხისმგებელი, რომ ეს კორპუსები აშენდება აუცილებლად და ამ ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ პირობებში“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება კითხვას იმ შეთავაზების შესახებ, რომლითაც მუნიციპალიტეტმა ადგილობრივებს მიმართა, მერის თქმით, ეს სწორედ ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვას გულისხმობდა. „ამ ადამიანებს შევთავაზეთ, რომ მიეღოთ მონაწილეობა ჩანაცვლების პროგრამაში, რაც არის დაოქმებული. ესეც შემიძლია გაჩვენოთ. ვუთხარით, რომ მერია მზად არის, მოხდეს აღნიშნული კორპუსის გამოთავისუფლება, დაშლა და ახალი საცხოვრებლის აშენება. ეს ყველაფერი არის დაოქმებული, აქვს იქ მცხოვრები ადამიანების ხელმოწერები. თუ არ მეშლება, მხოლოდ ორმა ადამიანმა განაცხადა თანხმობა, გასულიყო ქირით და ისინი უზრუნველყოფილნი არიან ქირით. ამ რეალობაზე ვისაუბროთ. კარგი, ჩემს მიმართ შეიძლება გაქვთ ცოტა განსხვავებული დამოკიდებულება, როგორც პოლიტიკოსის, რადგან გაქვთ თქვენი პოლიტიკური ინტერესები, მაგრამ ხომ არ შეიძლება მუდმივად სიცრუე, არასწორი ინფორმაცია გაავრცელოთ. გავა წლები, მე არ ვიქნები მერი, იქნება სხვა მთავრობები, ქალაქის სხვა მერი, მაგრამ ეს პრობლემები ხომ არსებობს? თუ ამ პრობლემებს ჩვენ სწორ კომუნიკაციას არ გავუკეთებთ, სწორ შეფასებებს არ მივცემთ, მუდმივად მათ წინაშე ვიქნებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)