03:28 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-20 14:31:02, 755 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი: უვადო პატიმრობა მეტად მძიმეა, ვფიქრობ, პარლამენტმა ამ საკითხზე უნდა იფიქროს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე  პარლამენტს უვადო პატიმრობის მუხლის შეცვლას სთხოვს.

როგორ ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას ბრძანა, უვადო პატიმრებს ყოველგვარი იმედი დაკარგული აქვთ, რომ ოდესმე დაბრუნდებიან, დაუბრუნდებიან თავის ოჯახებს, სამშობლოსა და საქმეს. 

"უვადო პატიმრობა მძიმე ტვირთია, ეს მეტად მძიმეა და ვფიქრობ, რომ ჩვენმა პარლამენტმა უნდა იფიქროს ამაზე, რომ უვადო არაფერია, უვადო არაფერი არ არსებობს ფიზიკურ სამყაროში, უვადო მარტო ღმერთია",-ბრძანა უწმინდესმა.

ილია მეორეს შეფასებით, თუ ესა თუ ის პატიმარი  გამოსწორების გზაზე დადგა,  შესაძლებელია,  უვადო პატიმრობა შეუცვალო და გარკვეული ვადა  დადგინდეს და  მიეცეს მას იმედი, რომ ოდესმე ციხიდან გამოვა.

" მქონდა შეხვედრა მათთან, ისინი ლოცულობენ, შრომობენ, ხატებს წერენ და ხეებზე კვეთენ. ალბათ, ჩვენი პარლამენტი, ხელისუფლება ამ ადამიანებს ყურადღებას მიაქცევს ,"-აღნიშნა  ილია მეორემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics