03:27 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-19 14:55:38, 622 ნახვა

საზოგადოება
კამპანიის „ეს შენ გეხება“ საპროტესტო აქცია გაიმართა

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, კამპანიის „ეს შენ გეხება“ საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი, მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს.

სამოქალაქო სექტორის მთავარი მოთხოვნა, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების საქმის გამოძიება, საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, კანონმდებლობის გამკაცრება და სამართალდამცველთა შესაძლო დანაშაულის შესასწავლად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნაა.

აქციაზე 300-ზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი.

კამპანია "ეს შენ გეხებას" ფარგლებში აქცია ბათუმში, გორში, ქუთაისა და ზუგდიდშიც გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics