03:28 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-19 12:18:19, 578 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს  შეხვდა. 

სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ დანელიამ აკადემიის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო და  სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. შეხვედრაზე მინისტრმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის დარგის ეფექტიანი განვითარებისთვის მეცნიერების ჩართულობა და ზოგადად, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია.

შეხვედრის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, გურამ ალექსიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი  სოფლის მეურნეობის სამინიტროსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის დარგობრივი განვითარების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში მოხდება გამოცდილების გაზიარება,  დარგობრივი პროგრამების განვითარება და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით აქტიური მუშაობა.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, გურამ ალექსიძის განცხადებით, სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე  თანამშრომლობა უფრო ეფექტიანი გახდება და დარგის განვითარების მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი  ღონისძიება განხორციელდება.

შეხვედრის დასასრულს, სოფლის მეურნეობის მინისტრმა მეცნიერებათა აკადემიის წევრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს ბაზაზე არსებული ღვინის მუზეუმი და ენოთეკა დაათვალიერებინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics