|
2016-03-17 18:19:54, 545 ნახვა
საზოგადოება
"ცენტრ პოინტის" დაზარალებულები პრემიერს დახმარებას სთხოვენ
სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელში შეიკრიბნენ. ისინი მშენებარე კორპუსებში შესყიდული კუთვნილი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ და სურთ, საქმე პრემიერმნისტრმა კონტროლზე აიყვანოს. ერთ-ერთი დაზარალებულის ნარგული ქემოკლიძის განცხადებით, რჩეულიშვილებს წინა და დღევანდელ ხელისუფლებაშიც მფარველები ჰყავს: "11 წელია, "ცენტრ პოინტის" დაზარალებულები ვართ, წლიდან წლამდე მოტყუებით, დაპირებებით გადიოდა წლები და ახლა, როცა ახალი მთავრობა მოვიდა, დაიჭირეს, ჩვენ იმედი მოგვეცა. მოხდა ისე, რომ არც ერთი მობინადრე არ ვართ დაკმაყოფილებული, უფრო მეტიც, ვისაც დამთავრებული გვაქვს ობიექტი, საშიშროების წინაშე შეიძლება დავდგეთ, რომ ყადაღა მოიხსნას და გადააბარონ რჩეულიშვილებს და მათ განკარგონ. აქ არის სრული ქაოსი, სადაც ვართ 6 200 დაზარალებული ერთ მხარეს, სამი თაღლითი მეორე მხარეს, თავს იმართლებენ იმით, რომ ორ სუბიექტს შორის არის დავა. არ არის ეს ორ სუბიექტს შორის დავა. ეს არის კრიმინალური ჯგუფი, რომელიც ყველა მთავრობაში როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობს თავს. ჩვენ დაზარლებულებს კი, პატრონი არ გვყავს",-აცხადებს ნარგული ქემოკლიძე. დაზარალებულებს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ: "იმედებით და ოპტიმიზმით სავსე ვიყავით, შევხდით კვირიკაშვილის იურისტებს და ისევ ახსენეს, ორ სუბიექტს შორის დავა. ნუთუ, არ შეიძლება, რომ ჩვენი საკითხი აიყვანონ კონტროლზე და არ ვიყოთ დამოკიდებული ერთ პროკურორზე, ერთ გამომძიებელზე.ბოლოს როდის იყო რჩეულიშვილების სასამართლო საერთოდ არ მახსოვს იმიტომ, რომ იყო საუბარი, ხან ვიღაც დაეღუპა, ხან რა, ხან რა. როგორც უნდათ ისე აგრძელებენ დღეს თაღლითობასაც, მფარველებიც კარგად ყავთ, ძალიან პესიმისტურად ვართ, არვიცით, რა გველოდება წინ. 1 თვის წინ შემოვიტანეთ წერილი, კიდევ შემოიტანეთო და ნელ-ნელა რეაგირებას მოვახდენთო. რა რეაგირება უნდა მოახდინონ ნელ-ნელა, როცა 11 წელია ქუჩაში ვართ. ჩემს ობიექტს ყადაღა ადევს და რჩეულიშვილმა მოტყუებით მოგვაწერინა ხელი, შეიძლება კიდევ გაასხვისონ, აქვთ ამის მცდელობა",-აღნიშნა ნარგული ქემოკლიძემ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)