12:02 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-26 18:05:29, 1036 ნახვა

მსოფლიო
ირანში ძლიერი აფათქების შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ირანის სამხრეთით, ბანდარ აბასში, შაჰიდ რაჯაის პორტში აფეთქება მოხდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. მან აღნიშნა, რომ ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ძლიერი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 516-მდე გაიზარდა. საგანგებო სიტუაციის მიზეზი საწვავის ავზში გაჩენილი ხანძარი გახდა. 
აფეთქების ზუსტი ადგილი ჯერ არ არის დადგენილი. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოები მთავრობის შენობის, სხვები კი საწვავის ავზის აფეთქების შესახებ იუწყებიან.სულ მცირე 100 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაშავებულთა რიცხვმა უკვე 500-ს გადააჭარბა.

ქალაქის თავზე საჰაერო მოძრაობა დროებით შეჩერებულია.

შაჰიდ რაჯაის პორტი ქვეყანაში უდიდესი კონტეინერმზიდი პორტია, რომლის ფართობი 2,400 ჰექტარია. ყოველწლიურად აქ 70 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის გადამუშავება ხდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ევროკავშირის 3 ქვეყანა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს
კობახიძე: ჩინეთთან ყოველისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავდივართ
კობახიძე - გლობალური ომის პარტიას ჰქონდა პირდაპირი ინტერესი საქართველო ჩართულიყო ომში
კობახიძემ ბრიფინგი გამართა და 9 წუთი ბიძინა ივანიშვილის ქებას დაუთმო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics